საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
უკუკავშირი

პეტიცია

ინფორმაცია პეტიციების შესახებ

წარადგინე პეტიცია

მოქალაქეებს (არანაკლებ 200 მოქალაქეს) შეუძლიათ უმაღლეს საბჭოს მიმართონ პეტიციით. 

პეტიცია უნდა ეხებოდეს სახელმწიფოებრივ ან/და საზოგადოებრივ პრობლემას. ამასთან, შესაძლებელია შეიცავდეს პრობლემის გადაჭრის გზებსა და მოქალაქეების ხედვას ამა თუ იმ  საკითხთან დაკავშირებით. 

 

როგორ წარვადგინოთ პეტიცია?

პეტიციის განაცხადის წარდგენა შესაძლებელია წერილობით, უმაღლესი საბჭოს კანცელარიაში და ელექტრონულად.

პეტიციის ელექტრონულად წარსადგენად მოქალაქემ უნდა შეავსოს  www.chaerte.sca.ge -ზე განთავსებული ფორმა და დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით. ნებისმიერ პირს შეუძლია წარადგინოს  პეტიცია ან ხელმოწერით შეუერთდეს არსებულს.

 

როგორ მოვაგროვოთ მხარდამჭერები?

ვებგვერდზე განთავსებიდან 1 თვის განმავლობაში მიმდინარე პეტიციის განაცხადის მხარდაჭერა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ერთჯერადად. ამისთვის საკმარისია მიუთითოთ  სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პეტიციის ხელმოწერის შემდეგ, თქვენი სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი ვებგვერდზე არ ჩანს და  მხოლოდ მხარდამჭერთა რაოდენობა ფიქსირდება.

 

წერილობით წარდგენილი პეტიცია, რომელსაც არ აქვს საკმარისი ხელმოწერები, განთავსდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე და გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს მის მხარდაჭერას. 

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ პეტიცია განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში შეაგროვებს არანაკლებ 200 მოქალაქის ხელმოწერას.

 

დაუშვებელია პეტიცია შეიცავდეს:

  • შეურაცხმყოფელ ან უხამს შინაარსს.
  • მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ ან ძალადობით შეცვლისკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისკენ, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ომისკენ, სიძულვილისკენ ან დისკრიმინაციისკენ.
  • აღვივებდეს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს ან ქმნიდეს ამ ქმედებების აშკარა საფრთხეს. 

 

იხ. უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 1401.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პეტიციის წარდგენისა და განხილვის წესი და ელექტრონული პეტიციისა და მხარდაჭერის ინსტრუქცია 

დანართი 1 - პეტიციის წარდგენის და განხილვის წესი

დანართი 2 - პეტიციის განაცხადის ელექტრონული ფორმა