უმაღლესი საბჭოს საქმიანობა საჯარო და გამჭვირვალეა.
ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს პლენარული/რიგგარეშე, ბიუროს სხდომების/სესიების, კომიტეტების, საბჭოების, კომისიების სხდომებისა და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შესახებ.
სხდომის ჩატარების გადაწყვეტილება, მიღებისთანავე, იტვირთება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე - www.sca.ge და ვებჩანართზე - www.chaerte.sca.ge.
დღის წესრიგებში მითითებულია სხდომების ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი.