საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
უკუკავშირი

მოითხოვე პლენარულ სხდომაზე დასწრება

ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს დაესწროს აჭარის უმაღლესი საბჭოს პლენარულ/რიგგარეშე სხდომებს/სესიებს. 

როგორც წესი, სხდომები, გარდა დახურულისა, საჯაროა. სხდომათა დარბაზში დაინტერესებული მოქალაქეებისთვის გამოყოფილია ადგილები. 

სხდომების დღის წესრიგები ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ციფრულ პლატფორმებზე - www.sca.ge, www.chaerte.sca.ge და ფეისბუქის გვერდზე: https://www.facebook.com/supremecouncil.ge. აქვე მითითებულია სხდომის ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი. 

როგორ უნდა მოითხოვოთ პლენარულ სხდომაზე დასწრება:

  • ჩანიშნული სხდომის თარიღამდე ერთი დღით ადრე საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია (უმაღლეს საბჭოში, მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის დახმარებით ან ჩვენი პლატფორმის საშუალებით)
  • რეგისტრაციის გასავლელად მიუთითოთ პირადი ინფორმაცია
  • კალენდარში აირჩიოთ თარიღი და სხდომა
  • გააგზავნოთ მოთხოვნა და დაელოდოთ პასუხს 

მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში, გამოჩნდება საინფორმაციო ფანჯარა წარწერით - „თქვენი მოთხოვნა წარმატებით გაიგზავნა“. თუ მოქალაქეებისთვის  გამოყოფილი ყველა ადგილი დაკავებულია, გამოჩნდება ფანჯარა წარწერით - „თქვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა“

დაინტერესების შემთხვევაში, სხდომას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ონლაინრეჟიმში უმაღლესი საბჭოს ვებგვერდებზე: www.sca.ge, www.chaerte.sca.ge, ან ფეისბუქის გვერდზე - https://www.facebook.com/supremecouncil.ge-ზე მიმდინარე პირდაპირი ეთერის საშუალებით.

არასწორად შევსებული ველი
არასწორად შევსებული ველი
არასწორად შევსებული ველი
არასწორად შევსებული ველი
არასწორად შევსებული ველი