აჭარის უმაღლესი საბჭოს საქმიანობით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, ახალი ვებპლატფორმის -chaerte.sca.ge-ს საშუალებით, ელექტრონულად ჩანიშნონ ექსკურსია უმაღლეს საბჭოში და შენობის დათვალიერებასთან ერთად, გაეცნონ საკანონმდებლო საქმიანობას.
ექსკურსიის ჩანიშვნა შეუძლია აჭარის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობით დაინტერესებულ მოქალაქეთა ჯგუფს.
ექსკურსია შეიძლება დაიგეგმოს ზოგადად - უმაღლეს საბჭოში, ან თემატურად - პლენარულ სხდომაზე, დარგობრივ კომიტეტებში, ან უმაღლესი საბჭოს აპარატში, მოთხოვნის შესაბამისად.
ექსკურსიის მსვლელობისას, შესაძლებელია, შეხვედრა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ან უმაღლესი საბჭოს ცალკეულ წევრთან.
გაეცანით საინფორმაციო ვიდეოს ექსკურსიის შესახებ: https://chaerte.sca.ge/storage/files/video/eqskursia3.mp4
დასაგეგმად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე ↓