საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
უკუკავშირი

მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია -  საჯაროობა, გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა. ბოლო პერიოდში, უმაღლესმა საბჭომ საკანონმდებლო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის  გაზრდის უზრუნველყოფისათვის და ღია მმართველობის პრინციპების დანერგვისათვის,  არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განახორციელა. ცვლილებები შევიდა რეგლამენტში, დაინერგა ელექტრონული სერვისები, ადაპტირდა უწყების ადმინისტრაციული შენობის პირველი სართული (გრძელდება მთლიანი შენობის ადაპტირების სამუშაოები), სრულად ადაპტირებულია ოფიციალური ვებგვერდი www.sca.ge და ვებჩანართი www.chaerte.sca.ge

მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ღია მმართველობის პრინციპების დამკვიდრების პროცესში. აღნიშნული სივრცე -„ერთი ფანჯრის პრინციპით“ იმუშავებს, სადაც მოქალაქეები ერთდროულად რამდენიმე სერვისის მიღებას შეძლებენ.

მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი, უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში შეიქმნა და მისი მიზნებია:

  • უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა
  • უმაღლეს საბჭოში მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია
  • უმაღლესი საბჭოსათვის კორესპონდენციით მომართვის პროცესში მოქალაქეების ხელშეწყობა
  • უმაღლესი საბჭოს შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა
  • დაგეგმილი აქტივობების და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება
  • უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში ექსკურსიების დაგეგმვა
  • უმაღლესი საბჭოს შესახებ საინფორმაციო მასალების მომზადება-გავრცელება
  • საკანონმდებლო პროცესში, საჯარო კონსულტაციის ფარგლებში, მოქალაქეთა მოსაზრებების, შენიშვნების და რეკომენდაციების მიღება
  • საკანონმდებლო პროცესის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება და მათი ჩართვა
  • უმაღლესი საბჭოს ონლაინ სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება

ვრცლად მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის მიზნებისა და ამოცანების შესახებ იხილეთ ბმულზე

საკონტაქტო ინფორმაცია

  • პასუხისმგებელი პირი ცირა ხაჯიშვილი
  • ელ - ფოსტა chaerte@sca.ge
  • ტელეფონი 577999025
  • მოქალაქეთა მიღების საათები 10:00 - 18:00სთ. (13:00-14:00 სთ - შესვენება)