დაუკავშირდი დეპუტატს
მოქალაქეს უფლება აქვს შეხვდეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატს.
როგორ შევხვდე დეპუტატს?
შეხვედრის ჩანიშვნას, www.chaerte.sca.ge -ის საშუალებით, მარტივი პროცედურით, სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ.
აღნიშნული პროცედურის გავლა საგაზაფხულო (მარტიდან-ივნისის ჩათვლით) და საშემოდგომო (სექტემბრიდან-დეკემბრის ჩათვლით) სესიების პერიოდში, უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრისთვის განსაზღვრულ დღესა და საათზეა შესაძლებელი.
როგორ ჩავნიშნოთ შეხვედრა ელექტრონული სისტემის საშუალებით?
დეპუტატთან შეხვედრის ჩასანიშნად, საჭიროა, გაიაროთ რამდენიმე მარტივი ეტაპი.
თავდაპირველად აირჩიეთ ელექტრონული გრაფა - „ჩანიშნე შეხვედრა დეპუტატთან“, შემდეგ - „შეხვედრის ჩანიშვნა“ და შეავსეთ რამდენიმე აუცილებელი ველი, კერძოდ:
მოთხოვნის გაგზავნისთანავე, შეხვედრა ავტომატურად ჩაინიშნება, რის შემდეგაც, მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას (SMS) შეხვედრის დადასტურებაზე.
შეხვედრის ჩასანიშნად, ასევე, შეგიძლიათ, ეწვიოთ უმაღლეს საბჭოს, კერძოდ, მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრს და დეპუტატის გრაფიკის გაცნობის შემდეგ, ცენტრის თანამშრომლის დახმარებით, ჩანიშნოთ შეხვედრა სასურველ დეპუტატთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ!