საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
უკუკავშირი

მოითხოვე კომიტეტის სხდომაზე დასწრება

ნებისმიერ მოქალაქეს უფლება  აქვს დაესწროს აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის სხდომას.

როგორც წესი, სხდომა, გარდა დახურულისა, საჯაროა. დარბაზში დაინტერესებული მოქალაქეებისთვის გამოყოფილია ადგილები. 

სხდომის დღის წესრიგი ქვეყნდება  ვებგვერდებზე: www.sca.ge და www.chaerte.sca.ge, ასევე ფეისბუქის გვერდზე - https://www.facebook.com/supremecouncil.ge. აქვე მითითებულია სხდომის ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი.

 

კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად საჭიროა:

  • ჩანიშნული სხდომის თარიღამდე ერთი დღით ადრე გაიაროთ რეგისტრაცია (უმაღლეს საბჭოში, მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის დახმარებით ან ჩვენი პლატფორმის საშუალებით)
  • რეგისტრაციის გასავლელად მიუთითოთ პირადი ინფორმაცია
  • კალენდარში აირჩიოთ თარიღი და სხდომა
  • გააგზავნოთ მოთხოვნა და დაელოდოთ პასუხს 

 

მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში, გამოჩნდება საინფორმაციო ფანჯარა წარწერით  -„თქვენი მოთხოვნა წარმატებით გაიგზავნა“.  თუ მოქალაქეებისთვის  გამოყოფილი ყველა ადგილი დაკავებულია, გამოჩნდება ფანჯარა წარწერით - „თქვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა“.

 

 

 

არასწორად შევსებული ველი
არასწორად შევსებული ველი
არასწორად შევსებული ველი
არასწორად შევსებული ველი
არასწორად შევსებული ველი