საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
უკუკავშირი

დასრულებული პეტიცია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუსლიმური საკულტო ნაგებობების კანონით დადგენილი წესით აღრიცხვის, შესწავლის, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისა და კანონით დადგენილი წესი

257 ხელმოწერა 200

ინფორმაცია

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე აჭარის ავტონიმიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუსლიმურ საკულტო ნაგებობებს სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ყურადღება არ ექცევა: ადგილობრივი მოსახლეობის თვალწინ ნადგურდება საუკუნოვანი უნიკალური საკულტო ნაგებობები, რომლებიც რეგიონის ისტორიული მეხსიერებისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობას ავალდებულებს, რაც სამწუხაროდ, არც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის... სრულად

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე აჭარის ავტონიმიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუსლიმურ საკულტო ნაგებობებს სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ყურადღება არ ექცევა: ადგილობრივი მოსახლეობის თვალწინ ნადგურდება საუკუნოვანი უნიკალური საკულტო ნაგებობები, რომლებიც რეგიონის ისტორიული მეხსიერებისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობას ავალდებულებს, რაც სამწუხაროდ, არც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს და არც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხრიდან სათანადოდ არ ხორციელდება, პარალელურად, რამდენიმე დასახლებულ პუნქტში მუსლიმი თემის წარმომადგენელთა სპონტანური და არაკვალიფიციური ჩარევა, რაც უნდა კეთილშობილური მიზნებით იყოს ეს განპირობებული, საკულტო ნაგებობებს კიდევ უფრო მეტად აზიანებს: ირღვევა უნიკალური არქიტექტურული ქსოვილი, იკარგება თვითმყოფადობის ელემენტები, კუსტარული ჩარევა ძეგლის აგებულებაში მას პირვანდელ სახეს უკარგავს და საბოლოოდ ჯეროვანი რეაბილიტაციის ნაცვლად, ვიღებთ სრულიად დამახინჯებულ და არაავთენტურ საკულტო ნაგებობებს.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, უძრავი ძეგლის სტატუსი აჭარაში არსებული მუსლიმური საკულტო ნაგებობებიდან სულ 29-ს აქვს მინიჭებული (ქედაში - 18-ს, ქობულეთსა და ხულოში -4-4-ს, თითოს - ბათუმში, ხელვაჩაურსა და შუახევში).
ასევე, სააგენტო იტყობინება, რომ 29 ნაგებობიდან 2017-2021 წლებში სულ ორს ჩაუტარდა რეაბილიტაცია: ქობულეთში, სოფელ ხალაში მდებარე მეჩეთი ნაწილობრივ რეაბილიტირდა; რეაბილიტირდა ბათუმის ცენტრალური მეჩეთის დიდი დარბაზიც; შესყიდულია ძენწმანისა და ზვარეს ჯამეების სარებილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია, მიმდინარე წელს ძენწმანში უნდა დაიწყოს ჯამის სარეაბილიტაციო სამუშოები, 2023 წელს კი - ზვარეს მეჩეთში.
აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისთვის აჭარის უნიკალური ხის მეჩეთებისა და ჯამეების მოვლა-რეაბილიტაცია პრიორიტეტულ მიმართულებას არ წარმოადგენს.
პეტიციის მიზანი ამგვარი დამოკიდებულების კვლევა არ არის - პეტიციის წარმდგენი მოქალაქეები აჭარაში არსებულ, მათგან ზოგ გაქრობისა და განადგურების პირამდე მისულ ისლამური კულტურის ნაგებობებს განვიხილავთ ჩვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურის, ყოფისა და მეხსიერების უნიკალურ, განუმეორებელ ნაწილად, რომლის მოვლა სახელმწიფოსა და მოქალაქეების ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ნებისმიერი სხვა რელიგიის საკულტო, სამოქალაქო თუ თავდაცვითი ისტორიული ნაგებობების აღრიცხვა, მოვლა, რეაბილიტაცია იქ, სადაც ეს შესაძლებელია და მომავალი თაობებისთვის გადაცემა ამავე მიზნებით.
პეტიციის წარმდგენი მოქალაქეები მივმართავთ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, რათა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, აჭარის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ისევე, როგორც მთელ მთავრობას, მოუწოდოს აჭარაში ისლამური კულტურის ძეგლების აღრიცხვა, მოვლა-პატრონობა და პოპულარიზაცია მთავრობის პრიორიტეტი გახდეს, კერძოდ, მომდევნო წლის ავტონომიური რესპუბლიკური ბიუჯეტი დაიგეგმოს იმგვარად, რომ ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების გადაჭრა გათვალისწინებულ იქნას, შესაბამისი ზომები მიიღონ, როგორც ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, ასევე მუნიციპალიტეტებმა - შეიქმნას ისლამური კულტურის ძეგლთა ერთიანი რეესტრი, მომზადდეს მათი გადარჩენის, რეაბილიტაციის-მოვლა პატრონობისა და პოპულარიზაციის სტრატეგიული დოკუმენტი, ასევე მთავრობამ და ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა მიიღონ მათ ხელთ არსებული ყველა ზომა, ძეგლების ნაგებობებში დაუგეგმავი და არაკვალიფიციური ჩარევის (მიშენების, დემონტაჟის, შეცვლის და ა.შ.) აღსაკვეთად.

  • დასრულებული პეტიცია სტატუსი
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუსლიმური საკულტო ნაგებობების კანონით დადგენილი წესით აღრიცხვის, შესწავლის, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისა და კანონით დადგენილი წესი დასახელება
  • ნესტან ანანიძე პეტიციის ავტორი
  • 0 მხარდამჭერთა რაოდენობა წარდგენისას
  • 257 ელექტრონული ხელმოწერების რაოდენობა
  • 257 მხარდამჭერთა სრული რაოდენობა
  • 09-02-13-ა/739 რეგისტრაციის ნომერი
  • 16 სექტემბერი, 2022 წარდგენის თარიღი
  • 21 სექტემბერი, 2022 გამოქვეყნების თარიღი