საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
უკუკავშირი

კანონპროექტი

ინიციატორი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
ავტორი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
რეგისტრაციის თარიღი 18 ნოემბერი, 2022

კანონპროექტები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (09-01-08/38, 17.11.2022)

კანონპროექტის არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანას, რის შედეგადაც კანონს ემატება 294 მუხლი, რომლის მიხედვით ის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოებისგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით გადაცემული ჰქონდათ უძრავი ქონება, გათავისუფლდნენ გადაუხდელი სარგებლობის საფასურისა და სარგებლობის საფასურის გადაუხდელობის გამო დარიცხული/დასარიცხი პირგასამტეხლოსგან 2020 წლის 21 მარტიდან (საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ დეკრეტის მიღების თარიღი) ამ კანონის ამოქმედებამდე პერიოდისათვის.
მიეცი ხმა