საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
უკუკავშირი

დასრულებული პეტიცია

პიროტექნიკის თავისუფალი წვდომის აკრძალვისა და ხარისხზე მკაცრი კონტროლის დაწესების შესახებ

430 ხელმოწერა 200

ინფორმაცია

საახალწლო პიროტექნიკისგან არასათანადო გამოყენების ან ხარისხიდ გამო ყოველწლიურად საქართველოში მრავალი ადამიანი ზიანდება. პიროტექნიკური საშუალებების გამოყენება საფრთხის შემცველია არა მხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ ფრინველებისა და ქუჩაში მცხოვრები ცხოველებისთვის. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 27 ადამიანი დაშავდა. თბილისში დაშავდა რვა ადამიანი, მათ შორის ერთი არასლუწლოვანი. ჰოსპიტალიზირებულია ექვსი პ... სრულად

საახალწლო პიროტექნიკისგან არასათანადო გამოყენების ან ხარისხიდ გამო ყოველწლიურად საქართველოში მრავალი ადამიანი ზიანდება. პიროტექნიკური საშუალებების გამოყენება საფრთხის შემცველია არა მხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ ფრინველებისა და ქუჩაში მცხოვრები ცხოველებისთვის.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 27 ადამიანი დაშავდა. თბილისში დაშავდა რვა ადამიანი, მათ შორის ერთი არასლუწლოვანი. ჰოსპიტალიზირებულია ექვსი პაციენტი სხვადასხვა მიდამოს დაზიანებებით. 2021 წლის სტატისტიკის მიხედვით - 31 დეკემბერსა და პირველ იანვარს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად საქართველოს მასშტაბით უკვე დაშავდა 81 ადამიანი. ანალოგიური სურათია ყოველ წელს. მიუხედავად ამისა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსით პიროტექნიკის არასრულწლოვნისთვის მიყიდვა დასჯადია, კანონის გვერდის ავლით ბავშვებისთვის კვლავ ხელმისაწვდომია ისინი.
უხარისხო, ან დაბალი ხარისხის ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებასთან ერთად პიროტექნიკის მომხმარებლების მიერ არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები. პიროტექნიკის გამოყენება ხდება აივნებზე, ქუჩებში და საჯარო თავშეყრის ადგილებში, ამის გამო განსაკუთრებით დიდი ზიანი ადგება მათ გარშემომყოფი ადამიანების უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას; ზიანი ადგება გარემოს და ეკოლოგიას, რადგან არაპროფესიონალების მიერ პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ჰაერში იფრქვევა მავნე და ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც აბინძურებენ ჰაერს. მაღალი რისკის ქვეშ არიან ჩვილები და მოხუცები, მოულოდნელი „აფეთქების“ ხმამ შეიძლება გამოიწვიოს ხერიოზული გართულებები ჯანმრთელობის კუთხით.
ასევე დიდი საფრთხის ქვეშ არიან ცხოველები ხშირ შემთხვევაში ეს ლატალური გამოსავალით სრულდება.
დაბალი სამოქალაქო თვითშეგნების, არაინფორმირებულობისა და არაკომპეტენტურობის გამო სამოყვარულო დონეზე გამოყენებული პიროტექნიკა საფრთხის შემცველია საზოგადოებისთვის. ზემოთქმულიდან გამომდინარე, სსიპ ქალაქ ბათუმის N16 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი „იდეატორი“ პეტიციის სახით წარმოგიდგენთ პიროტექნიკის თავისუფალი წვდომის აკრძალვისა და ხარისხზე მკაცრი კონტროლის დაწესების შესახებ ინიციატივას - დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სიახლე ჩვენი რეგიონის მოსახლეობისთვის საჭირო ინიციატივაა, რომელიც ხელს შეუწყობს უსაფრთხო და დაცული გარემოს შექმნას.

  • დასრულებული პეტიცია სტატუსი
  • პიროტექნიკის თავისუფალი წვდომის აკრძალვისა და ხარისხზე მკაცრი კონტროლის დაწესების შესახებ დასახელება
  • ინგა გეგეშიძე პეტიციის ავტორი
  • 0 მხარდამჭერთა რაოდენობა წარდგენისას
  • 430 ელექტრონული ხელმოწერების რაოდენობა
  • 430 მხარდამჭერთა სრული რაოდენობა
  • 09-02-13-გ/1069 რეგისტრაციის ნომერი
  • 24 დეკემბერი, 2022 წარდგენის თარიღი
  • 29 დეკემბერი, 2022 გამოქვეყნების თარიღი