საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
უკუკავშირი

დასრულებული პეტიცია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული საზაფხულო იალაღებისთვის დამატებითი სასწრაფო-სამედიცინო მანქანების შეძენისა და ზაფხულობით იალაღებზე მცხოვრები

230 ხელმოწერა 200

ინფორმაცია

აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი საზაფხულო იალაღებზე ტრადიციულად წლის განმავლობაში რამდენიმე თვეს ატარებს: ჩამოყალიბებული ტრადიცია მოიცავს მესაქონლეობის, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების გაძღოლას, რძისგან მიღებული პროდუქტების რეალიზაციას, რაც იალაღებზე მცხოვრები ოჯახების შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა, ამავდროულად, იალაღებზე გატარებული თვეების განმავლობაში ოჯახები ზამთრის მარაგს ქმნიან. რელიეფური სირთულისა და გეოგრაფიული დაშორების გამო ათასობით მცხოვრები ხ... სრულად

აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი საზაფხულო იალაღებზე ტრადიციულად წლის განმავლობაში რამდენიმე თვეს ატარებს: ჩამოყალიბებული ტრადიცია მოიცავს მესაქონლეობის, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების გაძღოლას, რძისგან მიღებული პროდუქტების რეალიზაციას, რაც იალაღებზე მცხოვრები ოჯახების შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა, ამავდროულად, იალაღებზე გატარებული თვეების განმავლობაში ოჯახები ზამთრის მარაგს ქმნიან.

რელიეფური სირთულისა და გეოგრაფიული დაშორების გამო ათასობით მცხოვრები ხშირ შემთხვევაშია მოკლებულია ჯეროვან სამედიცინო მომსახურებას, რესურსების სიმწირის გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები რთულად აღწევენ სხვადასხვა დასახლებამდე, პრაქტიკულად უფუნქციოა ათწლეულების წინ გახსნილი რამდენიმე ამბულატორია, მედიკამენტების შესაძენად მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში უწევთ გადაადგილება. ამ და სხვა საჭიროებებზე სათანადო დოკუმენტები (საჭიროებების კვლევა, რეკომენდაციების პაკეტი) მუნიციპალიტეტებს და აჭარის მთავრობას არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე სექტორმა“ მოამზადა, რომელმაც 2020 წელს რამდენიმე იალაღზე განახორციელა პროექტი „სამთო ექსპრესი“.

„სოლიდარობის თემისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სამოქალაქო საბჭოების ინიციატივითა და ორგანიზებით მომზადებული წინამდებარე პეტიციის მიზანია, აჭარის უმაღლესმა საბჭომ არსებული დოკუმენტებისა და მონაცემების გათვალისწინებით, მოიკვლიოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ სამთო იალაღებზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების დამატების, ახალი, სამთო რელიეფზე მორგებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენისა და მათი სრულად დატვირთვის შესაძლებლობები. საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებით ცნობილია, რომ აჭარის მთავრობა პერიოდულად ამატებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებს მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში (ბოლო ასეთი ფაქტი 2017 წელს მოხდა, რაც ცალსახად მისასალმებელი გადაწყვეტილებაა). ვფიქრობთ, რომ აჭარის მთავრობას მზარდი საბიუჯეტო შემოსავლების გათვალისწინებით, ნამდვილად აქვს რესურსი, სულ მცირე, 1-1 სასწრაფო თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამედიცინო დახმარების მანქანა დაამატოს ქედაში, შუახევსა და ხულოში - ეს მანქანები პარამედიკოსებთან ერთად ზაფხულის პერიოდში იალაღებზე მცხოვრებ მოქალაქეებს მოემსახურებიან, შემოდგომა-ზამთარში კი მთელ მუნიციპალიტეტს. ამავდროულად, ვფიქრობთ, რომ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უნდა შეიმუშავოს ახალი პროგრამები იმისთვის, რომ მოილაღეებს გარკვეული პერიოდულობით შესთავაზონ უფასო სამედიცინო კვლევები, პირველადი საჭიროების მედიკამენტები, პროცესის ადმინისტრირებაში შეიძლება ჩაერთონ მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები, მუნიციპალიტეტების მერიების რწმუნებულები ადმინისტრაციულ ერთეულებში. კვლევების საჭიროება გამომდინარეობს მოიალაღე ქალების ჯანმრთელობის მდგომარეობიდან, არასახარბიელო სოციალ-ეკონომიკური ფონიდან და ჯანდაცვის სერვისებზე არასათანადო ხელმისაწვდომობიდან. ასევე, მნიშვნელოვანია სამინისტრომ მოიკვლიოს და შეისწავლოს ფუნქციური მოძრავი ამბულატორიების (სპეციალური სამედიცნო ავტომობილების) შეძენისა და დამატების შესაძლებლობა მთიანი აჭარის იალაღებზე.

  • დასრულებული პეტიცია სტატუსი
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული საზაფხულო იალაღებისთვის დამატებითი სასწრაფო-სამედიცინო მანქანების შეძენისა და ზაფხულობით იალაღებზე მცხოვრები დასახელება
  • ნესტან ანანიძე პეტიციის ავტორი
  • 0 მხარდამჭერთა რაოდენობა წარდგენისას
  • 230 ელექტრონული ხელმოწერების რაოდენობა
  • 230 მხარდამჭერთა სრული რაოდენობა
  • 09-02-13-ა/855 რეგისტრაციის ნომერი
  • 25 ოქტომბერი, 2022 წარდგენის თარიღი
  • 28 ოქტომბერი, 2022 გამოქვეყნების თარიღი

დოკუმენტები ადმინისტრაციისგან: