საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
უკუკავშირი

დასრულებული პეტიცია

ადაპტური ტექნოლოგიების მხარდამჭერი პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათავის

242 ხელმოწერა 200

ინფორმაცია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის პროგრამებში გაჩნდეს ადაპტური ტექნოლოგიების მხარდამჭერი პროგრამა ან ქვეპროგრამა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის. - ადაპტური ტექნოლოგიების საშუალებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი/ზრდასრული პირი დამოუკიდებლად ან ნაწილობრივ დამოუკიდებლად განახორციელებს რიგ აქტივობების რაშიც მანამდე სჭირდებოდა გარე პირის დახმარება სრულ პროცესში. - ადაპტური ტექნოლოგიების საშუალებით გაუმჯობესდება კომუნიკაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონ... სრულად

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის პროგრამებში გაჩნდეს ადაპტური ტექნოლოგიების მხარდამჭერი პროგრამა ან ქვეპროგრამა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის.
- ადაპტური ტექნოლოგიების საშუალებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი/ზრდასრული პირი დამოუკიდებლად ან ნაწილობრივ დამოუკიდებლად განახორციელებს რიგ აქტივობების რაშიც მანამდე სჭირდებოდა გარე პირის დახმარება სრულ პროცესში.
- ადაპტური ტექნოლოგიების საშუალებით გაუმჯობესდება კომუნიკაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს/პირს და საბავშო ბაღის, სკოლის, პროფესიული სასწავლებლის თუ დასაქმების ადგილზე მყოფ პერსონალს შორის, რაც ხელს შეუწყობს სამიზნე ჯგუფის ეფექტურ ჩართულობასა და მონაწილეობას მისთვის აქტუალურ საკითხებში.
- ადაპტური ტექნოლოგიების საშუალებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი/ზრდასრული პირისთვის ხელმისაწვდომი და მართვადი ხდება გარემოში არსებული ელექტრო მოწყობილობები და კომპიუტერული სისტემები. ეს უკანასკნელი კი პირს ეხმარება ინფორმაციის მოძიების, განათლების, კომუნიკაციისა და საზოგადოებაში ჩართულობაში.
- ადაპტური ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელი გახდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დასაქმების სამუშაო გარემოს გაუმჯობესება და ამით მისი დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა.
პროგრამის სამიზნე ბენეფიციარები არიან:
1) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები
2) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
სულ პროგრამით წელიწადში ისარგებლებს მინიმუმ 55 ადამიანი.
პროგრამის ბიუჯეტი:
60,000 ლარი
პეტიციის ინიცირების საფუძველი:
გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ მე-19 მუხლი ხაზს უსვამს დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადო ცხოვრებაში ჩართვის მნიშვნელობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. კონვენვია ასევე ყურადღებას ამახვილებს განათლების ( მუხლი 24), რეაბილიტაციისა ( მუხლი 26) და დასაქმების (მუხლი 27) ხელშეწყობაზე, რაც საფუძველია მომავალი დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის. 2020 წელს მიღებული კანონის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ მუხლი 35- ის თანახმად, მუნიციპალიტეტის ორგანოები/ დაწესებულებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულები არიან“ შეიმუშაონ და დანერგონ დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერისა და სოციალური ინკლუზიის პროგრამები შეზღუდული შესაძლებლბის მქონე პირთა მონაწილეობით და მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით“.

პროექტის „მე მაქვს უფლება…დამხმარე ტექნოლოგირნი შშმ პირების სამსახურში,მათი დამოუკიფებელი ცხოვრების უკეთესი განათლების, შრომისა და დასაქმების ხელშესაწყობად.“ რომელიც ხორციელდება პროექტის, სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის საქართველოში, ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის და კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ფარგლებში ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა განახორციელა საპილოტე პროგრამა „ მე მაქვს უფლება - დამხამრე ტექნოლოგიები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სამსახურში, მათი დამოუკიდებელი ცხოვრების, უკეთესი განათლების, შრომისა და დასაქმების ხელშესაწყობად“ უკვე გადამზადებული არის 15 სპეციალისტი რომელმაც იცის ბენეფიციარის შეფასება, მისთვის ზუსტი ადაპტური ტექნოლოგიის განსაზღვრა და მასზე მორგება/სწავლება. პროექტის ფარგლებში შეძენილი იყო 24 ადაპტური საშუალება. საპილოტე პროექტის დადებითი შედეგების შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტი გახდეს მდგრადი და გადავიდეს დაფინანსებაზე, რაც საშუალებას მისცემს კიდევ უფრო მეტ შეზღდული შესაძლებლობის მქონე პირს გახდეს დამოუკიდებელი და ეფექტურად ჩაერთოს მისთვის მნიშვნელოვან საკითხების მოგვარებაში.

  • დასრულებული პეტიცია სტატუსი
  • ადაპტური ტექნოლოგიების მხარდამჭერი პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათავის დასახელება
  • მაია ქათამაძე პეტიციის ავტორი
  • 0 მხარდამჭერთა რაოდენობა წარდგენისას
  • 242 ელექტრონული ხელმოწერების რაოდენობა
  • 242 მხარდამჭერთა სრული რაოდენობა
  • 09-02-13-ქ/696 რეგისტრაციის ნომერი
  • 5 სექტემბერი, 2022 წარდგენის თარიღი
  • 13 სექტემბერი, 2022 გამოქვეყნების თარიღი