საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
უკუკავშირი

დასრულებული პეტიცია

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეში საბავშვო ბაღის მშენებლობა

212 ხელმოწერა 200

ინფორმაცია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ დავით გაბაიძეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქის ალექსანდრე ლორთქიფანიძის (მისამართი: ერგე. ხელვაჩაური ს. ზედა ერგე მე–2 ქ. N5 ბ.1) პეტიცია აჭარის ავტონომიური რსპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 140-ე პრიმა 1 მუხლის თანახმად წარმოგიდეგნთ განსახილველად პეტიციას - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეში საბავშვო ბაღის მშენებლობის საკითხზე. სოფელი ერგე აერთიანებს 4 სოფელს (ერგე, ზედა ერგე, ქვემო ჯ... სრულად

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს
ბატონ დავით გაბაიძეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქის
ალექსანდრე ლორთქიფანიძის
(მისამართი: ერგე. ხელვაჩაური ს. ზედა ერგე მე–2 ქ. N5 ბ.1)

პეტიცია

აჭარის ავტონომიური რსპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 140-ე პრიმა 1 მუხლის თანახმად წარმოგიდეგნთ განსახილველად პეტიციას - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეში საბავშვო ბაღის მშენებლობის საკითხზე.

სოფელი ერგე აერთიანებს 4 სოფელს (ერგე, ზედა ერგე, ქვემო ჯოჭო, ზემო ჯოჭო) და საკმაოდ დიდი დასახლებაა (2014 წლის საყოველთაო აღწერა - 3542 კაცი, 3 სააერჩევნო უბანი, 3030 ამომრჩეველი). წლების წინ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე არსებობდა საბავშვო ბაღი, რომელიც ემსახურებოდა სწორედ ზემოთ აღნიშნულ 4 სოფელში მცხოვრებ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს. გასაგები მიზეზების გამო 90-იან წლებში საბავშვო ბაღმა ფუნქციონირება შეწყვიტა.
მიმდინარე პერიოდისათვის სოფელ ერგეში არსებობს „დროებით“ საჯარო სკოლის შენობაში განთავსებული საბავშვო ბაღი, რომელიც ეზოს ჩათვლით დაახლოებით 250 კვადრატულ მეტრს ფართს მოიცავს, სადაც 3 ოთახია (იხ. ფოტო). სკოლაში განთავსებული საბავშვო ბაღი თავისი შესაძლებლობით გათვლილია 25 აღსაზრდელზე, ხოლო დღეისათვის ბაღში 80 აღსაზრდელია. მიუხედავად აღსაზრდელთა რაოდენიბის გაზრდისა სკოლაში განთავსებული საბავშვო ბაღი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას და დაახლოებით 30-ზე მეტი ბავში მეზობელ სოფელში (აჭარისწყალი) და ქალაქ ბათუმში არსებული საბავშვო ბაღის აღსაზრდელია. ბუნებრივია ასეთი მდგომარეობა ვერ უზრუნველყოფს თანაბარ ხელმისაწვდომობას და მშობლებისათვის დამატებით სირთულეებს ქმნის ტრანსპორტირების თვალსაზრისით. უფრო მეტიც, საბავშვო ბაღი ემსახურება მხოლოდ 3 წელს ზემოთ აღსაზრდელებს, ხოლო 2-დან 3 წლამდე ბავშვებისათვის ჯგუფის არსებობა ფიზიკურად შეუძლებელია.
არანაკლებ მნიშვნელოვნია ის გარემობა, რომ სოფელ ერგეში საჯარო სკოლაში განთავსებული საბავშვო ბაღი ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში მოქმედი სტანდარტებისა და ნორმების დაცვას. მაგალითად: საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი − „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების შესახებ“, ადგენს მთელ რიგ მოთხოვნებს საბავშვო ბაღის შენობისა და ტერიტორიის მოწყობის მიმართ, ხოლო აღნიშნული მოთხოვნების დაცვა არსებული მდგომარეობაში შეუძლებელია. ასევე სკოლაში გნთავსებული შენობაში ვერ იქნება უზრუნველყოფილი სხვა ტექნიკური რეგლამენტებით დაწესებული ნორმები („ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარიული და ჰიგიენური ნორმები“ - საქ. მთავრობის №485 დადგენილება; „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების“ - საქ. მთავრობის №487 დადგენილება, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები“ - საქ. მთავრობის №488 დადგენილება).
2017 წელს სოფელ ერგეში მცხოვრებმა მოქალაქეებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართეს პეტიციით და მოითხოვეს სოფელ ერგეში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. საკრებულოს მიერ საკითხი პრიორიტეტულად იქნა მიჩნეული და პრობლემის მოგვარების მიზნით გადაამისამართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში (2017 წლისათვის გამგეობად იწოდებოდა). მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საკითხი შესწავლილი იქნა და ბაღის მშნებლობა შესაძლებლად მიიჩნია შესაბამისი ადგილის გამოყოფისა და პროექტის მომზადების შემდეგ.
2021 წლის დეკემბრის თვეში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში გადამოწმებულ იქნა ბაღის მშნებლობის საკითხი, რაზეც გვიპასუხეს, რომ მერიას არ შეუსყიდია ბაღის მშენებლობის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. ისევ სამომავლოდ იგეგმება მისი შესყიდვა და საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის შემდეგ მშენებლობის შესაბამისი ფინანსური რესურსების მოძიების შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. რაც შეეხება მშნებლობისათვის ნაკვეთის გამოყოფას მიმდინარე პერიოდისათვის მუნიციპალიტეტს შესაბამისი ტერიტორია არ გამოუყოფია (ინფორმაცია გადამოწმდა პეტიიციის წარმოდგენის მომენტისათვის).
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ სოფელ ერგეში საბავშვო ბაღის მშნებელობისათვის საჭირო ნაკვეთის გამოყოფის პროცესში უნდა ჩაერთოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო (სოფელ ერგეში სახელმწიფოს ბალანსზე ირიცხება მიწის ნაკვეთები) და აჭარის აავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან განხორციელდეს საბავშვო ბაღის მშნებელობა.

  • დასრულებული პეტიცია სტატუსი
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასახელება
  • ალექსანდრე ლორთქიფანიძე პეტიციის ავტორი
  • 0 მხარდამჭერთა რაოდენობა წარდგენისას
  • 212 ელექტრონული ხელმოწერების რაოდენობა
  • 212 მხარდამჭერთა სრული რაოდენობა
  • 09-02-13-ლ/471 რეგისტრაციის ნომერი
  • 16 ივნისი, 2022 წარდგენის თარიღი
  • 23 ივნისი, 2022 გამოქვეყნების თარიღი

არსებული დოკუმენტები: