საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
უკუკავშირი

დასრულებული პეტიცია

აჭარის მუნიციპალიტეტების ცენტრებში თავისუფალი სივრცეების მოწყობა.

210 ხელმოწერა 200

ინფორმაცია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ დავით გაბაიძეს შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქის მაგდა ქათამაძის (მისამართი: შუახევი ს. ჭვანა) პეტიციის განაცხადი შუახევის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქე მაგდა ქათამაძე (შუახევი ს. ჭვანა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 140-ე პირველი პრიმა მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ პეტიციას აჭარის მუნიციპალიტეტების ცენტრებში თავისუფალი სივრცეების მოწყობის შესახებ. აჭარის მუნიციპალიტეტებში, გ... სრულად

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ დავით გაბაიძეს
შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქის
მაგდა ქათამაძის (მისამართი: შუახევი ს. ჭვანა)


პეტიციის განაცხადი

შუახევის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქე მაგდა ქათამაძე (შუახევი ს. ჭვანა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 140-ე პირველი პრიმა მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ პეტიციას აჭარის მუნიციპალიტეტების ცენტრებში თავისუფალი სივრცეების მოწყობის შესახებ.
აჭარის მუნიციპალიტეტებში, გარდა ქალაქ ბათუმისა, არ არსებობს სივრცე, რომელშიც დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა გამართონ სხვადასხვა სახის შეხვედრები, ჩაატარონ ტრენინგები, სემინარები, მოაწყონ კინო-ჩვენებები სხვადასხვა ასაკობრივი თუ მიზნობრივი ჯგუფებისთვის.
აღნიშნული პრობლემა წლების განმავლობაში არსებობს და ამას აღნიშნავს ყველა ის ორგანიზაცია, რომლებიც ცდილობენ სხვადასხვა სახის პროექტების განხორციელებას მუნიციპალიტეტებში.
საჭიროება მოითხოვს შეიქმნას ისეთი ნეიტრალური სივრცე, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ორგანიზაციებს (დონორი ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, არაპოლიტიკური საზოგადოებრივი ორგანიზაციები) გამართონ კულტურულ/საგანმანათლებლო სახის აქტივობები.
თითოეულ ცენტრს სასურველია გააჩნდეს დაახლოებით 50 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო სივრცე ასევე მცირე ზომის, 10-15 ადამიანზე გათვლილი შეხვედრების ოთახი. ცენტრი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინტერნეტით, საოფისე ავეჯით, კომპიუტერული ტექნიკით. გააჩნდეს ადმინისტრაციული ოფისი, რომელიც უზრუნველყოფს შეხვედრების ოთახების დაჯავშნას და სივრცის მოვლა/ შენახვას.
მსგავსი თავისუფალი სივრცეები 2011 წლიდან USAID-ის დახმარებით საქართველოს 10 ქალაქში, მათ შორის ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები დაარსდა. კვლევის თანახმად, ცენტრების მიერ შემოთავაზებული სივრცეების არარსებობის შემთხვევაში მომხმარებელთა 40-50% ვერ შეძლებდა სამოქალაქო ღონისძიებებისა და აქტივობების განხორციელებას.
ფინანსური უზრუნველყოფისათვის შესაძლებელია სივრცეებში ფასიანი სერვისები დაინერგოს, კერძოდ: საკონფერენციო ოთახის გაქირავება, შეხვედრების დაგეგმვა-ორგანიზება, ღონისძიებების უზრუნველყოფა კვებით და ა.შ. თუმცა, სერვისები უფასო დარჩეს ადგილობრივი (რეგიონებში მოქმედი) არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მედიისთვის, თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის, სამოქალაქო აქტივისტებისთვის და საინიციატივო ჯგუფებისთვის.
დღეისათვის, სხვადასხვა დაინტერესებული პირები ღონისძიებების გამართვისთვის იყენებენ თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობებში არსებულ ისეთ სივრცეებს, როგორიცაა სხდომათა დარბაზები, რომლებიც ვერ უზრუნველყოფს ღონისძიებების გამართულად ჩატარებას.
თავისუფალი სივრცეების მოწყობისათვის შესაძლებელია მუნიციპალიტეტებში არსებული შენობა-ნაგებობების გამოყენება ან ახლის მშენებლობა, რომელიც შესაძლებელია გაერთიანდეს აჭარის ავტონომიური რესპულიკის მთავრობის საკუთრებაში და პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე მისი მართვა უზრუნველყოს შესაბამისმა უწყებამ.

  • დასრულებული პეტიცია სტატუსი
  • აჭარის მუნიციპალიტეტების ცენტრებში თავისუფალი სივრცეების მოწყობა. დასახელება
  • მაგდა ქათამაძე პეტიციის ავტორი
  • 0 მხარდამჭერთა რაოდენობა წარდგენისას
  • 210 ელექტრონული ხელმოწერების რაოდენობა
  • 210 მხარდამჭერთა სრული რაოდენობა
  • 09-02-13-ქ/231 რეგისტრაციის ნომერი
  • 6 აპრილი, 2022 წარდგენის თარიღი
  • 12 აპრილი, 2022 გამოქვეყნების თარიღი

დოკუმენტები ადმინისტრაციისგან: