აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ დავით გაბაიძეს შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქის იზა ფუტკარაძის (მისამართი: შუახევი ს. დღვანი) პეტიციის განაცხადი შუახევის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქე იზა ფუტკარაძის (შუახევი ს. დღვანი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 140-ე პირველი პრიმა მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ პეტიციას აჭარის მუნიციპალიტეტების მაღალმთიანი დასახლებების მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის მოთხ... სრულად
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ დავით გაბაიძეს
შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქის
იზა ფუტკარაძის (მისამართი: შუახევი ს. დღვანი)
პეტიციის განაცხადი
შუახევის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქე იზა ფუტკარაძის (შუახევი ს. დღვანი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 140-ე პირველი პრიმა მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ პეტიციას აჭარის მუნიციპალიტეტების მაღალმთიანი დასახლებების მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის მოთხოვნის შესახებ.
შუახევის მუნციპალიტეტში ა(ა)იპ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის „ქალთა და ახალგაზრდების გაძლიერება შუახევის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, ჩატარებული ქალთა საჭიროებების კვლევის მიხედვით, დიდ პრობლემას წარმოადგენს უწყვეტ მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობა.
მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების ზოგიერთ დასახლებებში ინტერენტზე წვდომა ფაქტიურად არ არსებობს (სოფელი ინწკირვეთი, ნაღვარევი და სხვა) ან ხელმისაწვდომია მხოლოდ სატელეფონო მობილური პროვაიდერების (მაგთი, სილქნეტი, ბილაინი) დაბალსიჩქარიანი ინტერნეტი, რომელიც არაპრაქტიკულია გამოსაყენებლად.
თანამედროვე ცხოვრების პირობებში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანი სერვისია, მის გარეშე სოფლად მცხოვრები მოსახლეობა რჩება ინფორმაციაზე ხელმიუწვდომელი. ეს უკანასკნელი კი ხელშემშლელი ფაქტორია მუნიციპალიური და სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
ინტერნეტი და ციფრული ტექნოლოგიები თანამედროვე ადამიანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას ატარებს, ხოლო პანდემიის ფონზე აღნიშნულმა უფრო პირდაპირი დატვირთვა შეიძინა. მაღალმთიან დასახლებებში შეზღუდული გადაადგილების პირობებში (უწყვეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის არ არსებობა), სასწავლო და სამუშაო პროცესი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მიმდინარეობს დისტანციურ რეჟიმში ინტერნეტის მეშვეობით. გაზრდილია კერძო და საჯარო სერვისებზე ონლაინ წვდომის მოთხოვნაც. ასევე, აღსანიშნავია, ინტერნეტის მნიშვნელობა საზოგადოების ინფორმირების თვალსაზრისით.
პანდემიის პირობებში მოსახლეობას ყოველდღიურად მიეწოდებოდა სასიცოცხლო მნიშვნელობის და სწრაფად განახლებადი ინფორმაცია საჯარო განცხადებების, მონაცემების თუ რეკომენდაციების სახით. შესაბამისად, ინტერნეტზე წვდომის არარსებობამ სერიოზული დისკომფორტი შეუქმნა მაღალამთიან დასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობას.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აღნიშნული პრობლემის მოგვარება ფაქტიურად შეუძლებელია, ასევე საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აჭარის მაღალმთიანი დასახლებებში ინტერნეტიზაციის განხორციელება არ არის დაგეგმილი.
არსებული პრობლემა შესაძლებელია მობილური ოპერატორების (მაგთი, სილქნეტი, ბილაინი) მიერ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებითაც გადაიჭრას, კერძოდ სრულყოფილად დაიფაროს ყველა დასახლებული პუნქტი ფიჭური კავშირგაბმულობით და შესაბამისი მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მომსახურებით (მაგალითად ე.წ. 4G).
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაღალმთიანი დასახლებების ტერიტორიაზე მცხოვრები მოქლაქეები მოგმართავთ პეტიციით - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაღალმთიანი დასახლებების მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის მოთხოვნა“ რათა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ შეისწავლოს აჭარის ა.რ. მაღალმთიან დასახლებებში არსებული მდგომარეობა და განახორციელოს ქმედებები მისი კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც ხელს შეუწყობს ზემოთ ხსნებული პრობლემების მოგვარებას.