აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ დავით გაბაიძეს შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქის თამილა ფუტკარაძის (მისამართი: შუახევი ს. დღვანი) პეტიციის განაცხადი შუახევის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქე თამილა ფუტკარაძე (მისამართი: შუახევი ს. დღვანი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 140-ე პირველი პრიმა მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ პეტიციას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქალთა სოციალური-ეკონომიკური გაძლიერება/მხარდაჭერის მიზნ... სრულად
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ დავით გაბაიძეს
შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქის
თამილა ფუტკარაძის (მისამართი: შუახევი ს. დღვანი)
პეტიციის განაცხადი
შუახევის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქე თამილა ფუტკარაძე (მისამართი: შუახევი ს. დღვანი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 140-ე პირველი პრიმა მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ პეტიციას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქალთა სოციალური-ეკონომიკური გაძლიერება/მხარდაჭერის მიზნობრივი პროგრამის შემუშავების მოთხოვნით.
პეტიცია შემუშავებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმას შესაბამისად.
მიუხედავდ იმისა, რომ ქვეყანამ და მათ შორის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა გენდერული თანასწორობის მიღწევის თვალსაზრისით, მაინც გამოწვევად რჩება ქალთა მდგრადი ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესებში და მათი ეკონომიურ-სოციალური თავისუფლების ხარისხი.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ერთის მხრივ გენდერული თანასწორობის მნიშვნელოვან იარაღს წარმოადგენს, მეორე მხრივ კი აღსანიშნავია მისი ეკონომიკური განზომილებაც.
ქალთა დაბალი ჩართულობა ეკონომიკურ საქმიანობაში, კი იწვევს გენდერულ უთანასწორობას.
გენდერული უთანასწორობის ერთ-ერთი შედეგი კი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაა. ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის ერთ-ერთი შესაძლებლობა კი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებაა. გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის თანახმად საქართველოში ყოველი 7 ქალიდან 1 მაინც გამხდარა ძალადობის მსხვერპლი.
გენდერული თანასწორობის მიღწევის პროგრესის დაჩქარების მიზნით, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი ზომების განხორციელება აუცილებელია.
მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ქალებმა გამოიმუშავეს პროექტის მომზადებისა და წერის უნარ-ჩვევები, სხვადსხვა საგრანტო კონკურსებში იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ, მასშტაბურობიდან გამომდიანრე, ხშირად რჩებოდნენ დაფინასების გარეშე, ამიტომ საჭიროებამ აჩვენა ადგილობრივ ბიუჯეტში გაწერილიყო ისეთი პროგრამა, რომელიც იქნებოდა საკონკურსო, მისცემდათ საკუთარი იდეის თანამონაწილებით განხორციელების საშუალებას. სწორედ მათი ინტერესებიდან გამომდინარე, აჭარის რეგიონში მხოლოდ ორმა მუნიციპალიტეტმა შეძლო პროგრამის შემუშავება და ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინება, რაც მისცემთ საშაუალებას ადგილობრივმა ქალებმა იდეა აქციონ რეალობად და წამოიწყონ საკუთარი საქმე. თუმცა აღნიშნული თანხა იმდენად მციერა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია თითოეულმა მუნიციპალიტეტმა დააფინანსოს რამოდენიმე პროექტი.
საქართველოს მაშტაბით პირველად, 2019 წელს შუახევის მუნიციპალიტეტმა განახორციელა 9 000 ლარით ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის იდეების დაფინანსება, ჯამში დაფინანსდა 3 იდეა. 2020 წელს პანდემიიდან გამომდინარე პროგრამა არ განხორციელებულა, პროგრამის თანხა სოციალურ საკითხებს მოხმარდა, 2021 წელს კი ბიუჯეტი 10500 ლარი იყო და 4 გამარჯვებული გამოვლინდა. პროგრამა დღესაც წარმატებით მიმდინარეობს და მისი ბიუჯეტი 15 000 ლარია. ასევე, 2022 წელს ქედის მუნიციპალიტეტმაც შეძლო 15 000 ლარის მობილიზება ადგილობრივ ბიუჯეტში ქალთა იდეების დაფინანსებისთვის.
უნდა აღინიშნოს, რომ გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება საქართველოში გამყარებულია ნორმატიული აქტებითა და საერთაშორისო ვალდებულებებით:
1. საქართველოს კონსტიტუცია;
2. საქართველოს ორგანული კანონი - ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი;
3. „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა;
5. გაეროს კონვენცია ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ CEDAW (სიდო კონვენცია);
6. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება (2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომლის ერთ-ერთი პუნქტით ხელისუფლებას, ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მმართველობით რგოლში ქალთა როლის გაზრდას ავალდებულებს);
7. ევროსაბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (იგივე სტამბულის კონვენცია), რომლის რატიფიცირება, საქართველომ 2017 წელს მოახდინა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქლაქეები მოგმართავთ პეტიციით - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალური-ეკონომიკური გაძლიერება/მხარდაჭერის მიზნობრივი პროგრამის შემუშავების მოთხოვნით, რითაც შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტებისთვის დამატებით სპეცტრანსფერის გამოყოფით მოხდეს შესაბამისი პროგრამის დაფინანსება, ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭომ განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგსტრირებული ქალების იდეების თანამონაწილებით დაფინანსება.