საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
უკუკავშირი

მიმდინარე პეტიცია

მასტექტომიის შედეგად მკერდის აღდგენითი ოპერაციების სახელმწიფო დაფინანსება

ინფორმაცია

პირველ რიგში მინდა გამოვხატო მადლიერება, ყველა ონკოლოგიური ავადმყოფი ღებულობს სრულ დაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან, წლების წინ ეს ნამდვილად წარმოუდგენელი ფუფუნება იყო, დღეს კი ყველა პაციენტს, როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში საშუალება ეძლევა ძვირადღირებული მკურნალობა მიიყვანოს ბოლომდე, სწორედ ამიტომ ბევრჯერ მითქვამს საჯაროდ, კიბო,სწორედ ამიტომ,აღარ არის განაჩენი და მადლობა რომ ჩვენი სიცოცხლე ასე ღირებულია ჩვენი სახელწიფოსთვის. მოგმართავთ როგორც ძუძუს კიბოზე გამარჯვებული, ონკოლოგიური პაცი... სრულად

პირველ რიგში მინდა გამოვხატო მადლიერება, ყველა ონკოლოგიური ავადმყოფი ღებულობს სრულ დაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან, წლების წინ ეს ნამდვილად წარმოუდგენელი ფუფუნება იყო, დღეს კი ყველა პაციენტს, როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში საშუალება ეძლევა ძვირადღირებული მკურნალობა მიიყვანოს ბოლომდე, სწორედ ამიტომ ბევრჯერ მითქვამს საჯაროდ, კიბო,სწორედ ამიტომ,აღარ არის განაჩენი და მადლობა რომ ჩვენი სიცოცხლე ასე ღირებულია ჩვენი სახელწიფოსთვის. მოგმართავთ როგორც ძუძუს კიბოზე გამარჯვებული, ონკოლოგიური პაციენტი, – ქალი, რომელმაც თავის თავზე გამოცადა ძუძუს მოცილების (მასტექტომიის) მტკივნეული ფიზიკური და ემოციური შედეგები. მასტექტომიის შემდეგ აღდგენითი ოპერაცია ჩემთვის არ იყო „ესთეტიკური სურვილი“. ეს იყო მცდელობა იმისა, რომ სრულფასოვნება და ღირსება უკან დამებრუნებინა, რომელიც საკმაოდ ძვირი დამიჯდა, პლასტიკური ქირურგია ფასიდან გამომდინარე ნამდვილად ფუფუნებაა. დღეს კი, როცა გამოჯანმრთელებულად ვგრძნობ თავს, მსურს, ამ ტკივილის და სტრესის შემცირება შევძლო სხვა ქალებისთვისაც, ვინც ახლა გადის ამ გზას , მინდა ვიყო მათი ხმა და ეს ხმა თქვენამდე მოვიდეს, ეს იქნება ყველაზე დიდი ნაბიჯი და სიტყვა მათთვის. დღევანდელი სისტემით, ძუძუს რეკონსტრუქცია ითვლება პლასტიკურ ქირურგიად და ვერ ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან .რაც ვფიქრობ, არ ასახავს მის რეალურ მნიშვნელობას ონკოლოგიური პაციენტის სრულფასოვან რეაბილიტაციაში. ჩემი ,ასევე ონკო პაციენტები და სხვა თანამოაზრეების თხოვნა და წინადადება შემდეგია: ძუძუს აღდგენითი ოპერაცია (მასტექტომიის შემდეგ) ჩაითვალოს ონკოლოგიური მკურნალობისა და რეაბილიტაციის აუცილებელ ნაწილად, შესაბამისად, დაექვემდებაროს სახელმწიფო დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ მაინც, მოხდეს შესაბამისი ცვლილებები ონკოლოგიური დახმარების სახელმწიფო პროგრამაში, რათა ქალებს აღარ მოუხდეთ მძიმე ფსიქოლოგიური ბრძოლა იმ ეტაპზე, როცა ფიზიკური ბრძოლა უკვე მოიგეს. საქართველოში ყოველდღიურად უამრავი ქალი გადის მკურნალობას მათგან ბევრი ახალგაზრდაა, დედაა, ცოლია,შვილია,მომავალი სიცოცხლეა. ძუძუს კიბოს რისკის ქვეშ იმყოფება თითოეული ქალი და გვახსოვდეს რომ სახლში ყველას გვყავს დედა, და , მეუღლე და ქალიშვილი. უკვე 30 წლის ზემოთ რისკი სამწუხაროდ ყველაზე მაღალია. ძუძუს დაკარგვა მარტო სხეულზე არ არის, ის ეხება იდენტობას, ქალურობას, თავდაჯერებას. და მისი აღდგენა, ნიშნავს ამ ქალისთვის ცხოვრების ღირსეულად, სრულყოფილად გაგრძელებას, არასრულფასოვნების კომპლექსით არცერთი ქალი არ უნდა დაიტანჯოს. გთხოვთ, დააფასოთ ეს საკითხი როგორც, სამართლიანი და სისტემური ცვლილების საჭიროება. დაფინანსება არ უნდა იყოს პრივილეგია ,ის უნდა გახდეს უფლება. მსოფლიოში უამრავ ქვეყანაში მაგ. საფრანგეთი, იტალია, აშშ, ძუძუს რეკონსტრუქცია მიჩნეულია მკურნალობის განუყოფელ ნაწილად და სრულად ან ნაწილობრივ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ჩემი ონკო პაციენტებისა და სხვა თანამოაზრეების თხოვნა იქნება, რომ საქართველოშიც ძუძუს აღდგენითი ოპერაცია აღიარებულ იქნას ონკოლოგიური მკურნალობისა და რეაბილიტაციის ნაწილად, გადახარისხდეს როგორც აუცილებელი სამედიცინო პროცედურა და არა როგორც „პლასტიკური ქირურგია“, შევიდეს იმ ონკოლოგიური სერვისების ჩამონათვალში, რომელსაც აფინანსებს სახელმწიფო. ეს იქნება სამართლიანი და ღირსეული მიდგომა ქალების მიმართ, რომლებიც ბრძოლიდან დაუმარცხებლად ბრუნდებიან და სრული მხარდაჭერა სჭირდებათ. მერწმუნეთ ეს არ არის ფუფუნება ეს არის უფლება ქალის რომ იყოს სრულფასოვანი, იმიტომ რომ ყველა ქალი უნდა იყოს ბედნიერი.

  • მიმდინარე პეტიცია სტატუსი
  • მასტექტომიის შედეგად მკერდის აღდგენითი ოპერაციების სახელმწიფო დაფინანსება დასახელება
  • ქეთი შანთაძე პეტიციის ავტორი
  • 0 მხარდამჭერთა რაოდენობა წარდგენისას
  • 702 ელექტრონული ხელმოწერების რაოდენობა
  • 702 მხარდამჭერთა სრული რაოდენობა
  • 09-02-13-შ/456 რეგისტრაციის ნომერი
  • 11 აგვისტო, 2025 წარდგენის თარიღი
  • 14 აგვისტო, 2025 გამოქვეყნების თარიღი