საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
უკუკავშირი

დასრულებული პეტიცია

„უსინათლო ან/და მცირედ მხედველი ადამიანების უსაფრთხო და ინკლუზიური გარემოს შექმნა“

209 ხელმოწერა 200

ინფორმაცია

ჩვენი ქვეყანა ცდილობს შექმნას ინკლუზიური გარემო, იზრუნოს მოქალაქეთა კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში დიდ გამოწვევად რჩება შშმ პირების უსაფრთხო გადაადგილება და ადაპტირებული გარემო. ქვეყანაში ადაპტირებული გარემოს ნაკლებად ხელმისაწვდომობა პირდაპირ არის დაკავშირებული შშმ პირების უფლების განხორციელების შეზღუდვასთან. უსინათლო ან/და მცირედ მხედველ ადამიანებს თანმხლები პირების გარეშე უჭირთ ქუჩაში უსაფრთხოდ გადაადგილება. მათ მცირე ნაწილს უსინათლოთა ხელჯოხები გადაეცათ, თუ... სრულად

ჩვენი ქვეყანა ცდილობს შექმნას ინკლუზიური გარემო, იზრუნოს მოქალაქეთა კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში დიდ გამოწვევად რჩება შშმ პირების უსაფრთხო გადაადგილება და ადაპტირებული გარემო. ქვეყანაში ადაპტირებული გარემოს ნაკლებად ხელმისაწვდომობა პირდაპირ არის დაკავშირებული შშმ პირების უფლების განხორციელების შეზღუდვასთან.
უსინათლო ან/და მცირედ მხედველ ადამიანებს თანმხლები პირების გარეშე უჭირთ ქუჩაში უსაფრთხოდ გადაადგილება. მათ მცირე ნაწილს უსინათლოთა ხელჯოხები გადაეცათ, თუმცა მიუხედავად ამისა ჩვენს ქვეყანაში ტაქტილური ფილები ისე არ არის დამონტაჟებული, რაც ხელს შეუწყობდა მათ უსაფრთხო გადაადგილებას. ბევრ უბანასა და ქუჩაზე ეს ფილები დაზიანებულია ან/და საერთოდ არ არის.
აღნიშნული გამოწვევის დაძლევა შესაძლებელია სხვადასხვა ღონისძიებების გატარებით:
ყურადღება უნდა გამახვილდეს ორიენტაციასა და ბილიკებზე. ტაქტილური ფილები განლაგდეს თანმიმდევრულად ბილიკებზე, რითაც უსანათლოები ან/და მცირედ მხედველები იხელმძღვანელებენ.
სასურველია გამოიკვეთოს საკვანძო ადგილები: საცალფეხო გადასასვლელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამიმოსვლო გზის მონაკვეთები, კომერციული უბნები, სამთავრობო შენობები და რეკრეაციული სივრცეები; შეიქმნას თანმიმდევრული შაბლონები, ტაქტილური ფილების თანმიმდევრული და ადვილად გასარჩევი ნიმუშები, რათა იოლად შეძლოს ნავიგაცია უსინათლო ან/და მცირედ მხედველმა ადამიანმა.
მონიტორინგი უნდა განხორციელდეს რეგულარულად, დაზიანებული ფილები ჩანაცვლდეს ახლით (სასურველია დაზიანებული ფილები შეინახოს, აუცილებლობის შემთხვევაში, დროებითი გამოყენების მიზნით), რათა უზრუნველყოფილი იყოს უსინათლო ან/და მცირედ მხედველი მოქალაქეების გზაზე უსაფრთხოდ გადაადგილების პროცესი.
საზოგადოების ინფორმირებულობისთვის, პერიოდულად, შესაძლოა მოეწყოს საინფორმაციო კამპანია - „შეიტანე წვლილი თანამოქალაქის უსაფრთხო გადაადგილებაში“ , რათა მოქალაქეებმა გააცნობიერონ ტაქტილური ფილების მნიშვნელობა წერა-კითხვის უცოდინარი, უსინათლო ან/და მცირედ მხედველი ადამიანების უსაფრთხოდ გადაადგილების პროცესში. სხვადასხვა აქტივობებით, შესაძლებელია მოქალაქეების ინფორმირება ტაქტილური ფილების საჯარო სივრეებში პასუხისმგებლობით გამოყენების თაობაზე.
სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი „თემიდა“ პეტიციის სახით წარმოგიდგენთ ინიციატივას, რაც შეუწყობს ხელს ქვეყანაში შშმ პირების უფლებების განხორციელებას და უსაფრთხო, ადაპტირებული გარემოს შექმნას.

  • დასრულებული პეტიცია სტატუსი
  • „უსინათლო ან/და მცირედ მხედველი ადამიანების უსაფრთხო და ინკლუზიური გარემოს შექმნა“ დასახელება
  • ინგა მოსიძე პეტიციის ავტორი
  • 0 მხარდამჭერთა რაოდენობა წარდგენისას
  • 209 ელექტრონული ხელმოწერების რაოდენობა
  • 209 მხარდამჭერთა სრული რაოდენობა
  • 09-02-13-მ/67 რეგისტრაციის ნომერი
  • 9 თებერვალი, 2024 წარდგენის თარიღი
  • 14 თებერვალი, 2024 გამოქვეყნების თარიღი

დოკუმენტები ადმინისტრაციისგან: