საჯარო კონსულტაციები - მოსახლეობას და დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას აძლევს ჩაერთონ საკანონმდებლო საქმიანობაში, რაც უზრუნველყოფს საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობას.
უმაღლეს საბჭოში არსებობს საჯარო კონსულტაციების რამდენიმე ფორმატი:
⇒ კომენტარი/კითხვა/მოსაზრება/წინადადება/შენიშვნა/რეკომენდაცია კანონპროექტზე
⇒ სამუშაო შეხვედრა
⇒ კონსულტაცია
⇒ საჯარო განხილვა
საჯარო განხილვების გამართვა - შესაძლებელია უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციულ ცენტრებში, დასახლებებსა და სოფლებში. განხილვები, შესაძლოა, გაიმართოს თემატურად სხვადასხვა დაწესებულებაში ან ონლაინფორმატში.
მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის უზრუნველსაყოფად უმაღლესი საბჭოს წევრები შეხვედრებს მართავენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ ყველა მუნიციპალიტეტში.
უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში ჩართვა ახალი ვებპლატფორმის საშუალებით, სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი: