საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
უკუკავშირი

კანონპროექტი

ინიციატორი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი დავით გაბაიძე
ავტორი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი დავით გაბაიძე
რეგისტრაციის თარიღი 17 ივნისი, 2021

კანონპროექტები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი - ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

პრაქტიკაში წამოჭრილი პრობლემური საკითხების გათვალისწინებით, კანონპროექტის მიღების მიზეზია "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ" აწარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით დაურეგულირებელი საკითხის რეგლამენტაცია. წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა ხელს შეუწყობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვის პროცესში არსებულ ან/და მოსალოდნელი პრაქტიკული პრობლემის ეფექტურად გადაწყვეტას. კერძოდ, კანონის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს, რომ პირს შეიძლება საკუთრებაში გადაეცეს მის მიერ დაზიანებული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ან/და ხელისუფლების ორგანოს/საჯარო სამართლის/ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბალანსზე რიცხული მოძრავი ნივთი, ამ ნივთის დაზიანებამდე არსებული საბალანსო ღირებულების არანაკლები ღირებულების ნივთის მიღების სანაცვლოდ. აქედან გამომდინარე, ვინაიდან აღნიშნული კუთხით არის საკანონმდებლო ვაკუუმი, პრაქტიკაში ხშირია ხსენებული მიმართულებით პრობლემები.
მიეცი ხმა