საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
უკუკავშირი

კანონპროექტი

ინიციატორი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები: დავით გაბაიძე, ტიტე აროშიძე, დავით ბაციკაძე, მარინე გვიანიძე, ლაშა სირაბიძე, ფრიდონ ფუტკარაძე
ავტორი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები: დავით გაბაიძე, ტიტე აროშიძე, დავით ბაციკაძე, მარინე გვიანიძე, ლაშა სირაბიძე, ფრიდონ ფუტკარაძე
რეგისტრაციის თარიღი 12 მაისი, 2022

კანონპროექტები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი - საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პირობებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცება.
კანონის აღნიშნული მოთხოვნიდან გამომდინარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი დამტკიცებული აქვს ჯერ კიდევ 2014 წელს, იმ დროისათვის მოქმედი უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად.
გამომდინარე იქედან, რომ საკანონმდებლო აქტი, რომელიც მოქმედი დადგენილების მიღების ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძვლად იყო მითითებული უკვე ძალადაკარგულია (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2005 წლის 24 მარტის) რეგლამენტი), ასევე იმის გათვალისწინებით, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 სამოქმედო გეგმით აღებულია ვალდებულება (№11), რომლის თანახმადაც, უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე უნდა მოხდეს დოკუმენტების ადვილად დასამუშავებელ ფორმატში განთავსება, ასევე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხის გაზრდა, მიზანშეწონილია მიღებული იქნეს ახალი დადგენილება, რომელიც ახლებურად დაარეგულირებს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესსა და პირობებს და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტს.
აღსანიშნავია, რომ თუკი დღეს მოქმედი საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის თანახმად, პროაქტიული წესით სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა შეადგენს 29-ს, წარმოდგენილი დადგენილების პროექტით აღნიშნული ნუსხა 61-მდე იზრდება.
მიეცი ხმა